ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ნოემბერი, 2020


მიწა

მითხრეს -
მიწა ხარ
და დავიჯერე..
სამი ძირი ვაზიც ჩავირგე-
სამ ძედ,
სამ შვილად..

და მეზრდებოდნენ ტანში ლერწმები-
უვარგისები,
მახრჩობელები..

მითხრეს -
მიწა ხარ,
უნაყოფო
და დამაჯერეს..

ყველა დაღლილს თუ მომაკვდავსაც
გულზე ვიწვენდი,
ლერწმის ნანინებს ვუმღეროდი
დარდებს ვპარავდი,
მიწას ვაყრიდი..

მითხრეს-
მიწა ხარ,
საკუბოვე
არ დავიჯერე..

ვთქვი,
რომ სამი ძე
ვერ ვზარდე გულზე,
მაგრამ მომაკვდავს ვაძლევდი იმედს
და სამზე მეტი სიცოცხლეა
ახლა ჩემს წილად..

ვთქვი -
რომ მიწა ვარ,
ყველაზე მძიმე,

და მახრჩობელა ლერწმების ნაცვლად
მზესუმზირები იზრდებიან ჩემს ტანში ახლა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები