ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2020


...უბდა

*
ყველაფერს რასაც საწყისი აქვს,
აქვს დასასრულიც!
ასე ამბობენ.
ძაღლს არას ვერჩი,
მაგალითად გამოვიყენებ.
მიზეზს რა დალევს?
უმიზეზოდ ვინ იკადრებდა?
მიზეზთა გამო,
უცნობ ადგილზე,
სახლიდან შორს,
გზის პირას, მარტოს,
ვინ დააგდებდა?
ის კი,
ვერგადარჩენილიც უკან დაბრუნდა.

*

ამბობენ კატას ცხრა  სიცოცხლე აქვს,
მაგრამ ეს ხომ არ იცის კატამ?
ცათამბჯენის ბოლო სართულზე
რომ მოუწკურავს მწვანე თვალები
და სიკვდილს  აპირებს...
არ მეთანხმებით?
ძალიან კარგი!
შიმშილითაც  ხომ  არ მოიკლავს თავს
არც ერთი კატა?
არა!
ის ნამდვილად
ან პატრონს ელის...
ან სხვას.
ჩამავალ მზეს ვერ გაატანს
ცუდ ფიქრებს კატა!
შემოდგომაა გასასვლელი,
ცივი ზამთარიც,
და მხოლოდ მერე
მარტი, აპრილი.

საჭმელზე ფიქრი ექნებოდა
დამშეულ კატას?
კაწკაწით სულის!

ფანჯარას ტოვებს ფეხაკრეფით,-
იტაცებს სუნი.
კატა ნელ-ნელა გამოსცილდა
რაფას და პარკეტს.
პუფი,
საწოლი,
მაგიდა, და...
კოლოფი „შპროტის“.

ჩვენ სულ ვართულებთ
და გვგონია, - ჯილდოა, თუ რა?!
ის კი კატაა,
დამხობია „კლავიატურას“.
ასოთა შორის ჩაქცეულა
ნეტარი ზეთი,
კატა თავს ირთობს,
შიმშილს იკლავს,
_capslok'ი ;  1
ვერავინ ხედავს...
ან თვალს ხუჭავს, -
ხელს უწყობს ღმერთი.

ყველაფერს რასაც საწყისი აქვს,
აქვს დასასრულიც? -
მე ეჭვს შევიტან,
ვიყოთ კატები!

***
ყველაფერს,
რასაც საწყისი აქვს,
ბოლო კი არ ჩანს, -
მან თავი ფილმის
შავ-თეთრ კადრში
აღმოაჩინა
და იქვე დარჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები