ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2020


ჰეი

საღამოს ფიქრი გაცილებით ქაოსურია,
მაგრამ საწერად მიიოლებს მთელი დღის ნათმენს,
ვირთხების სოროს გაცილებით წმინდა სუნი აქვს,
ვიდრე ტაძარში აბოლებულ კახპების სანთლებს.

არ ღირს განკითხვად, მაგრამ ჩემს წილ ცოდვას დავათრევ,
ღამეს ათევენ ჩემთან ერთად ლამპიონებიც,
ყველამ, ვინც თავი ამოიცნო მყავს მოსამართლედ,
(სხვა დროს, როდესაც ჩვეულებრივ მაიგნორებენ).

და ერთგულებაც ახლა ისეთ ურემს მაგონებს,
სადაც ჟიმავენ ჯაყოები მშიერ მარგოებს,
და რაც არ უნდა განსაცდელის იყვნენ უარზე,
მაინც არაფერს არ უმხელენ თეიმურაზებს.

თითქოს ამ ლექსის კვანძი ბებერ ფესვებს ჩაეწნა
და ასახსნელად რთული არის ყველა წვრილმანი,
რთულია ღმერთზე ესაუბრო ისეთ გარეწარს,
ვისთვისაც დედა ტერეზაა დიდი წმინდანი.

გამოვეთიშე რეალობას უკვე სავსებით,
და მხოლოდ ბოლოს განაწბილებ იმედებს ვამხელ,
რადგან ცხოვრებით გაცილებით დაითარსები,
მაგრამ სიკვდილიც უაზრობა მგონია ახლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები