ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2020


მილიონი მიზეზი (ლიტ.მოვლენა: გამოიწვიე პოზიტივისთვის)

მილიონი მიზეზი მაქვს , მილიონზე მეტიც
ალბათ ისევ გიჟად ჩამთვლი ან დაფრთხები ჩემით
მე კი მაინც ვითვლი მტკიცედ მიზეზ-მიზეზ ფაქტებს
მილიონი მიზეზი მაქვს რომ წავიდე სადმე.

მილიონმა წამმა განვლო მას მერე რაც დილით,
შენი კოცნა მაღვიძებდა, შენი სუნთქვა თბილი,
შენს თვალებში სიყვარული ენთო ნათლად მწველად,
ჩემს ყურებას არ გერჩივნა არაფერი ქვეყნად.

მილიონი მიზეზია ახლა შენგან წასვლის,
მილიონი მიზეზი მაქვს რომ  მიყვარდეს არვინ,
მილიონი მიზეზია, მილიონზე მეტიც,
მეკი მხოლოდ ერთი მყოფნის რომ კვლავ მერქვას შენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები