ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2020


წვიმის ავტოგრაფი

მეკიდა
ყელზე სხივების კოლიე.
ნეკნიდან
შექმნილი ამიყოლიე...
მეტალღა
შენი ჩვეული ქარიზმა!
მეტად ვარ,
უკვე გამხედი კარისკენ...
ისე რა,
შემომეჩვიენ ფიქრები...
კისერთან
აღარ მიტოკავ, მიქრები...
შარშანდელს
აღარ ვიხსენებ ნათოვარს...
ვაშავებ?
საკიდზე ერთი პალტოა...
მარტო ვარ,
კარს აჯახუნებს სიბრაზე...
ავტოგრაფს
წვიმა მიტოვებს მინაზე...
  17.11.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები