ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2020


აჭარლები

არც ვტრაბახობ,არც ვტინგიცობ,
რამე გკადრეთ "ნაჭარბები"?
ჩემებურა გულში ვჯეჯლობ,
-მაგრები ვართ აჭარლები!
დიმიძახე,რა,არ მუელ?
გვერდში დგომა დაგაყვედრე?
შენი ერთაი არ ვუთხარე
ძირი-დუშმნის ნაშენ კედლებს?
გჭირდებოდი? ალესილი
უსტურაით და ყამა-ყლიჯით,
მტრის ხაპერი ძირს გიგორვე,
გისუფთავე დასაბიჯი!
შენ,რამდენჯერ გულში დამკარ
ბლაგვი ცული,-ულესავი...
მე?რა გითხარ? გინდა დამკალ...
ნუ დამანგრევ ბუდესავით...
ჩემი დერდი,საჩივლელი,
სატკივარად სამყოფი მაქვს,
იმას ნუღარ დამაბრალებ,
რაც არასდროს არ ვყოფილვარ...
დაგტიეს თუ,მიგატიეს,
საშუფელოდ არ მიკითხავს,
შენ ჩემი ხარ,მე კი შენი!
განა, შენზე ცოტაი მითქვამს?
რაღა მექნა,აქეთ მქონდა
საფიქრალი,სადერდალი...
თუმცა,გულში მაინც მენთო,
ჩუუმქრალი ნაღვერდალი!
შენი ერთი ნაწილი ვარ,
ანასხლეტი კერე-კუჩხით...
გატეხილი პური ვარ და
ულევ ყუის ერთი ფუნჩხი!
საცხა მიველ,ვიკიჟინე,
ვიდიდგულე შენი ძმობით,
ვაგლახ,ხშირად,მარტო ვრჩები,
შენი ცრემლის თანამგრძნობი!
გეფერები ხიხანიდან,
გსიყვარულობ შუახევიდან!
ჩემი აჭარული ჟინით,
არ ვარ უკან დამხევი და
არც იმის თქმას ვურჩევ ვინმეს,
-რა მაქვს შენი საბატონო?
ფეხზე ვდგავარ?ვათქმევინებ,
ყმად მსურვილობ? კი,ბატონო!
ნუ გგონია რამე გითხარ,
სადიდგულო...ნაჭარბები!
ქრისტესმიერ სიყვარულით
ვინ გყვარობდა? აჭარლები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები