ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2020


მუშის მიტინგი

ფერად გაზეთებს მაყრიან თავზე დასი მახინჯების.
ჩემი ცხოვრება მთლიანად თარსი, დგას და მეღრიჯება.
თითქოს მშიერის ულუფიდან ამოვიჭამე.
ბენზით სავსე ცეცხლის გზაა, არა ხიჭვების.
ავე კანისტრებს.
როგორ გჯობიათ გაღუნული ჩემი ნიჩაბი?
კაპიტალისტო.

მეც კაცი ვარ და გეხვეწები ნუ დამიჯაბნი,
ნუ დამიჯაბნი, მე არა ვარ შენი ჰიჯაბი.
შენი ჰიჯაბი მე არა ვარ, რომ შეინიღბო.
მე კაცი ვარ და, კალცი ვარ და არ ვარ ნიჩაბი,
სიტყვის ჰერცი ვარ, ომის მერე მორჩენილი ხმა.

შენ ამ ხმის შიში ნუ გექნება, კაპიტალისტო.
მე თუ არ მინდა, სხვა მდუმარეს დაასაქმებ და
რომელიც ალბათ ჩემზე კარგად წერაქვს აქნევს და
ბიზნეს მაგნატო,
ჭირს წაუღია ეს ხელფასი და ეს გრაფიკი,
ოღონდ იყავი გაცილებით ჩემზე მაგრათო
და სახელმწიფოს შეუტანე ორი კაპიკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები