ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2020


გალაკტიონ

დღეს სხვანაირი დღე იყო. ფეის ველზე, ნაკლები ლანძღვა და გინება,  პოლიტიკური სტატუსები    ლექსებმა  ჩაანაცვლა.  მეტროდან ამოდის,  ერთი სული აქვს სანამ მაღაზიამდე მივა, ლუდს  და ფისტაჩკებს    იყიდის.  გიგას შეპირდა, წამოვიღებო.    მერე    ესპანეთი - გერმანიის თამაშს ჩაუჯდებიან და არც გული ეტკინება,  როგორც მაკედონიასთან  საქართველოს ნაკრების წაგების შემდეგ  -  უბრალოდ ისიამოვნებს.  მეტროდან გამოსულს სიმღერის ხმას ესმის. ,,ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი  და ტყეს მთებისას გაიფენს აფრად...“  ხედავს იქვე კიბეებთან      სათნო ქალბატონი  დამჯდარა, კალთაში ქუდი უდევს.      ქუდში გამვლელები ხურდას ყრიან. ქაღალდის ფულსაც.      დაელოდა, სანამ სიმღერა დასრულდებოდა. მერე მორიდებით  ეუბნება ქალბატონს.
- იცით, დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა.
- ვიცი, შვილო, როგორ არ ვიცი, 1891 წელს დაიბადა,  ესენი მეხმარებიან.
მოერიდა კითხვა,  ესენში კიდევ ვინ იგულისხმა. გზა გააგრძელა. ლუდი და ფისტაჩკები ოცნებად დარჩა.  იცის გიგა  ზუსტად თამაშის  დაწყების წინ  შემოვა. ლუდი არ იქნება, არც ფისტაჩკები,  ეს არაფერი...
- დაბადების დღეს  გილოცავ, გალაკტიონ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები