ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2020


მურა

 
  დათო რომ მიაბარეს მიწას, მურა უკვე პატრონს დარაჯობდა გორაზე. მურას პატრონს გიგლა ერქვა. მარმარილოზე ეხატა ორმეტრიანი გიგლა. მუხლები სულ ალოკილი ჰქონდა გიგლას. აეტოტებოდა პატრონს მურა, დააწყობდა ვეება თათებს მარმარილოს მხრებზე, მიადებდა შუბლს მკერდზე და მისტიროდა ძაღლური გულამოსკვნით.
  იბომბებოდა ხეობა. კვირა არ გავიდოდა ისე მურას ნაცნობი არ შემატებოდა გორას. სასაფლაოს მოპირდაპირე მაღლობზე შტაბი მოეწყოთ სამხედროებს. კიდევ კარგი ოჯახებს ქვის დადგმის საშუალებას მაინც აძლევდნენ. იცლებოდა დაბლა სოფელი და ივსებოდა მაღლა გორა საიქიო ბიჭებით:
ბადრი,
გიორგი,
ზაზა,
აჩო.
  დაწკრიალებული ჰქონდა ყველას საფლავის ქვა მურას. ბევრჯერ გაუბრაზებიათ ბიჭებს, მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებოდა, ეს სამაროვანი სიჩუმე ვერ აეტანა მათ სახეებზე რომ იწვა. ყოველდღე მიდიოდა  თითოეულთან და დიდხანს ემუდარებოდა, ხმა გამეცითო. შორს ისმოდა მისი მუდარა.
  ცოტახანში შტაბიდან პატრონის საფლავს მიაკლეს მურა ავტომატის ჯერით. ასე თქვეს, ყმუილით სოფელს აწუხებდა და მიცვალებულებს შეურაცხყოფდაო.
  მივიდა თავის გიგლასთან როგორც იქნა, გაერია საიქიო ბიჭებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები