ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
20 ნოემბერი, 2020


ანდაზებით ნამღერი (გამოიწვიე პოზიტივისთვის)

გამარჯობა, ჩემო ურაკპარაკო,
ანდაზებით უნდა გელაპარაკო...

"კაი კაცი გლახა კაცთან წახდება",
ანუ, მოკლედ, ესეიგი რა ხდება...:

"კარგი ხე - კარგი ნაყოფით მიცვნია",
ელიავამ ლექსში გამომიწვია.

"სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელიო",
მაგრამ, კარგი, დაგთანხმდები, ელიო ;)

"ქარი წაიღებს ქარისვე მონატანს",
პირველ რიგში გამოვიწვევ ჯონათანს.

სხვა რომ ბევრი კოლოფია ჭკუისო,
ჯონათანთან ყველა ბუზი ტყუისო...

"მდინარე - მდინარეა და რუ - რუა",
აქვე გამოვიწვევ ოთარ რურუას.

რადგან დღეს ხვადი - ხვადზე წერს, ძუ-ძუზე,
ოთარი კი (ხვადი) - მუდამ ძუძუზე!

მოვიკითხავ ნეფერტარს და ანანეს,
მაგრამ ბოლო მოსაწვევი - თანანას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები