ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2020


ცარიელი დაფები

რატომ ამეკვიატა-
ვერ ვწერ,
ვერ ვკითხულობ,
ვერ ვლაგდები,
ვერ ვყალიბდები.
ყალიბი მოწმობს,
გამოვიცვალე
უკვე მრავალი.
ჩამოსხმა მოწმობს,
ერთი ასე ვერ გამომწრთობდა.
ყველაფერი აქ მაქვს-
დამშვიდება აღელვებისთვის,
დაპურება შიმშილისთვის,
ძილი უძილობისთვის,
პასუხი შეკითხვისთვის,
აზრი საუბრისთვის,
ღიმილი ბავშვისთვის,
წამალი ავადმყოფისთვის.
რაღა მაქვს დარდი?!
რისთვისაა დარდი?!
არაფერი ვიცით და რაზე ვდარდობთ?!
ჩვენ მოვიგონეთ,-
დაზაფრისთვის და
შფოთის გამართლებისთვის.
დარდი მასზე,
რასაც მოქმედებით ვერ ამოწურავ,
რაც შენს ძალებს აღემატება!
გაციება გაგაცხელებს
და ეს კარგია,
ისეთ რამეს დაგანახებს,
რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ განიცდი.

მე არავინ მიყვარს,
ჯერ კიდევ  საკუთარი თავის სიყვარულს ვსწავლობ!
სხვები მეუბნებიან, რომ
ვერ გაიგეს,
ან იმდენად "ეგ არის"
უკვირთ და ღიმილს მაყოლებენ შოკოლადივით.
სწორედ ეგაა, რაც მინდოდა.
სიმართლე ხანჯალია,
სხეულიდან ამოვიღე და
სხვებს ვურტყამ,
რათა იგივე გამოსცადონ-
აი, აქ ვცდები!
დაე, ვცდებოდე,
სიმართლისთვის მიღირს,
ჩემი ბეჭდისთვის,
ეს მე ვარ და არავინ სხვა!

იყავით ისეთები,
როგორიც ადრე.
ადრე არ მინდა,
ყველაფერი ახლაა
და ამ წამს.
დრო არ არსებობს.
აღარც ფერები,
მხოლოდ წარმოდგენები გვკვებავს.
რეალობა შენშია და შენ მასში.
შენ ხარ სამყარო.
აირჩიე, როგორ გავრცელდები,
რა მესიჯს აგზავნი სხეულიდან.
შენ იქმნი აურასა და სახეს.
რა ენერგიითაც ემსახურები სხვას,
ის ენერგია ყოფილა შენი და საკუთარი თავის მსახურებაც შეგძლებია.
არ გქმნის გარემო,
არც გენეტიკა.
ეს დაფებია,
ცარიელი დაფები,
სანამ არ დაიწყებ
მასზე შენი ხელით წერას- ვერაფერს შექმნი ღირებულს,
ვერაფერს გაასულიერებ!!
ცარიელი დაფები უნდა გწერდნენ,
თუ გაქვს შევსების სურვილი, ან რითი ივსებ ამ მოთხოვნილებას?!
შეფასდე უნდა,
ათასჯერ გადაიწონო,
და-ფასდე,
ფასიც შენ უნდა დაიდო,
სხვისი თვალით თუ შეძლებ საკუთარი თავის შეფასებას.
შენს თვალში თუ დირეს ეძებ,
სხვის თვალში ბეწვის ძებნა გეპატიება,
რადგან მაგ ბეწვზე ვერ მიუთითებ, უმნიშვნელოა.
საკუთარ თავზე თუ მუშაობ,
მხოლოდ მისი დახმარება გსურს, ბეწვის შემჩნევით.
მათ არ იციან ამ ბეწვის ამოღების შემდეგ,
რამხელა სივრცეები გადაეშლებათ.

მხოლოდ "მეს" ვუმტკიცებ,
რომ ვწერ.
რას ვწერ, ამ "მე"-მ არ იცის.
ან, რა უნდა იცოდეს,
გენაცვალე, გარდა არცოდნისა?!!
ხვალის არაფერი ვიცით.
ვიცით, მოვკვდებით და
მაინც ვამპარტავნობთ.
ეს დღე მოგვეცა მხოლოდ.
ხვალ- უფლისაა.
დღეს თუ დღეობ,
ხვალე რაღას გადარდებს?!
იყავი დღეს-დღეობით,
შალე მომა-ვალი!!


          2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები