 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2020 |
შენი გულის სითბოა, ამ სახლს, ღარიბს, ისლიანს, ზამთრის სუსხს რომ უნელებს, მზის სხივების ლოდინს.
შეფაკლულა აისი, მთებს გახედე ნისლიანს, ყინულს კვალი გაუჩნდა, როგორც ბზარი როდინს.
მიწამ სუნთქვა, ათასჯერ, ნაბიჯს ამოაყოლა, - თეთრ სიმშვიდეს კალთაზე ჩაეშალა თვალი.
მიწას მეტი რა უნდა?! ხეებს წყალი ჩაუდგა, ჭრელი წინდა გახუნდა, - დნობა თებერვალის.
მარცვლის სანდო პეშვიდან გამგზავრების მისია, - მზე თვალს ახელს მეშვიდეს, გაზაფხული მოდის.
მაგ ხელების სითბოა, ჩვენს სახლს, ღარიბს, ისლიანს, გადააქცევს სასახლედ, ვიწუნებდი როდის ?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. როგორი ლაღია :) როგორი ლაღია :)
6. ფლორენცია, მადლობა :-* რადგან ასეა და გამოწვევის გარეშეც მიღებულ არს ლექსი ესე, მე ვიწვევ იდეის ავტორს, - ლაშას, გოი ზარნაძეს და გიორგი ზარქუას.
იმედია სამივე მიიღებს ჩემს გამოწვევას და არ დაიზარებენ სახალისო ლექსის დაწერას. :)
ფლორენცია, მადლობა :-* რადგან ასეა და გამოწვევის გარეშეც მიღებულ არს ლექსი ესე, მე ვიწვევ იდეის ავტორს, - ლაშას, გოი ზარნაძეს და გიორგი ზარქუას.
იმედია სამივე მიიღებს ჩემს გამოწვევას და არ დაიზარებენ სახალისო ლექსის დაწერას. :)
4. ხოდა გამიწვევის გარეშეც შეგიძლია დადო საკონკურსოდ და გამოიწვიო სამი :) ხოდა გამიწვევის გარეშეც შეგიძლია დადო საკონკურსოდ და გამოიწვიო სამი :)
3. ხოდა გამიწვევის გარეშეც შეგიძლია დადო საკონკურსოდ და გამოიწვიო სამი :) ხოდა გამიწვევის გარეშეც შეგიძლია დადო საკონკურსოდ და გამოიწვიო სამი :)
2. სხვათა შორის, მაგიტომაც დაიწერა, აბა რა გამომივა-მეთქი, რადგან გამოწვევას არ ველი, დასაკარგად დამენანა და მოვიტანე ჩემს მწვანე უჯრაში :) თქვენ რა გამოგეპარებათ :) :-* სხვათა შორის, მაგიტომაც დაიწერა, აბა რა გამომივა-მეთქი, რადგან გამოწვევას არ ველი, დასაკარგად დამენანა და მოვიტანე ჩემს მწვანე უჯრაში :) თქვენ რა გამოგეპარებათ :) :-*
1. ეს ლექსი ფლორენციას კონკურსისთვისაც გამოდგებოდა :)
ეს ლექსი ფლორენციას კონკურსისთვისაც გამოდგებოდა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|