ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინიკო გვაზავა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2020


ახლა ამინდია ბავშვობის

ახლა ამინდია ისეთი
ფერები დაცურავს ჰარეში
ნაღველს დაეტრფის ოცნება
ტერფ-შიშვლიანობის თარეში.

ახლა ამინდია სიწმინდის,
ჭერს შეგაფარებს ბავშობის.
სუნით დაგათრობს , გაგითბობს
და დაგიფარავს ღვით შობილს.

ახლა ამინდია ბავშვობის
კარი შეაღო ჭრიალით ,
ოდესღაც ნაბილიკარზე ..
ააშრიალო ფოთლები..
ააბიბინო ბუხარი
გაათბო ...გაამზეურო
გამომწყვდეული დღეები..

ახალა ამინდია ისეთი..
თვითონვე ესულგულება..
ნოტებს ჰარეში გაფანტავს
სიყვარულს ეგუგულება ..

ახლა ამინდია ისეთი -
წამის მოგანდომებს წუთობას.
ბაკალში გამომწყვდეულით
არ მოგვეშალოს წყალობა‼

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები