ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2020


ისევ

მე პოეტი ვარ და მონა ვარდის,
ბნელს არ უნდება იკაროს ია.
ვარ მეოცნებე და მონავარდი -
თუ ჩემში უფრთო იკაროსია?

ჩემი აზრები ლექსს იკონიან,
სულელო მკერდზე დაგედე ვნებით.
სიგიჟე ჩემი ლექსიკონია,
თეთრი ყვავივით დაგედევნები.

მოვქსოვ მიმიკას სახის ობობით,
სილამ ვარდებში დაიბა ბედი.
ამ საოცარი მსახიობობით
სილაჟვარდეში აი დავბერდი.

დაეძებს თეთრი ყვავი ლიანებს,
ჩრდილმა შეძლო და მესა მარიდა
და უყვავილო ყვავილიანებს
მკერდზე ვაკოცებ მე სამარიდან.

არავისა ვცნობ მე გარდა ვარდებს,
ვანგრევ სხეულის ქვითკირს თავიდან.
სულს ხორციდან სურს, რომ გადავარდეს
უპარაშუტო თვითმფრინავიდან.

ასე მგონია ზოგჯერ უფსკრულებს
სილაჟვარდე აქვს ნაჩვევ ვარდების.
უზომოობის სიღრმეს ვუყურებთ
დაუოკებელს და ჩვენც ვარდებით.

მსურს ბალახივით ვენამო ჭიას,
სადღაც ღმერთივით ნისლზე ნავი დგას.
თუკი ოდესმე ენას მომჭრიან
დავბრუნდები და ისევ ავიდგამ!


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები