ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2020


* * *

ეშმაკს არ სძინავს.
იმ ღამით
ჩვენს პლანეტას
კატასტროფული
საფრთხე დაემუქრა.
მაშინ, როდესაც...
გალაქტიკაში
მოდრეიფე,
რომელიღაც
მკვდარი მზის ნატეხი
უეცრად
სისტემაში შემოიჭრა
და კაცობრიობას
სიკვდილს უქადდა...
და შეჯახება
გარდაუვალი იყო....
მაშინ , როდესაც
დემონები
უკვე დედამიწას
წამებს უთვლიდნენ....
და ერთი ზედმეტი
გულისცემაც კი
ენანებოდათ.
მოულოდნელად
ამ კოსმოსურმა პარაზიტმა
გეზი იცვალა...
ეს იყო ყოვლად
შეუძლებელი
და წარმოუდგენელიც.
იდგა...
წუხდა....
ვიღაც ბერი
და მთელი ღამე
ლოცულობდა...
დილით ისევ
აჩქარდა სიცოცხლე,
ყოველდღიურობა.
დედამიწელებს
არც ამ საშინელი საფრთხის
შესახებ გაუგიათ რამე
და არც მათი....
საოცარი გადარჩენის შესახებ,
არც იმ ბერს გაუგია,
თითქოს
არც არაფერი მომხდარა....
და ვინ იცის,
ეს მერამდენედ მოხდა.
ანგელოზებსაც არ სძინავთ....
24 . 08. 2020.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები