ალექსანდრე ბლოკი - შეხე - ჩრდილისკენ მივემართები
შეხე - ჩრდილისკენ მივემართები, თუმც გამკლავება გიჭირს ეჭვებთან, კვლავ ვერ შეხვდები დღეს შემართებით, ვერ გრძნობ, თუ ღამე რარიგ ეშვება.
ფრთიან გამოთქმებს თავი ანებე, ნაოცნებარი არ ჩანს სამანი, მშვიდად დავუცდი ბოლო ზმანებებს, გადავიწყებულთ მიწის საკანში.
განა რაიმეს უნდა ვნატრობდე, ხილვის მოსავი განა ვიქნები, თუ შენ არ გჯერა ქვეყნად მარტოდენ სიკვდილისწინა ჩემი ჰიმნების?
წრეს შემომარტყამს ბნელი შუაღამ და სულს წარმავალ ტკივილს დაუცხრობს, უღრუბლო ნათელს მოჰფენ, თუმცაღა, - მარადისობას - განა საწუთროს!
27 ნოემბერი, 2020 წ.
Александр Блок - Смотри — я отступаю в тень
Смотри — я отступаю в тень, А ты по-прежнему в сомненья И всё боишься встретить день, Не чуя ночи приближенья.
Не жди ты вдохновенных слов — Я, запоздалый на границе, Спокойно жду последних снов, Забытых здесь, в земной темнице.
Могу ли я хранить мечты И верить в здешние виденья, Когда единственная ты Не веришь смертным песнопеньям?
Но предо мной кружится мгла, Не чуя мимолетней боли, И ты безоблачно светла, Но лишь в бессмертьи,— не в юдоли.
20 сентября 1901
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვფიქრობ, ამ ლექსში ფორმაც და შინაარსიც მაქსიმალურად დაცულია. მიუხედაცვად იმისა, რომ პოეზიის თარგმნის დროს ძალიან ძნელია, ფორმა ისე შეინარჩუნო, რომ ემოცია არ დაკარგო, ვფიქრობ, ავტორმა ორივე ფაქტორის შენარჩუნება მაქსიმალურად შეძლო. ერთადერთს შევნიშნავდი: სტრიქონი ,,Не чуя ночи приближенья" ვფიქრობ, არაადეკვატურად ტრანსფორმირდა სამიზნე ტექსტში. ვფიქრობ, ამ ლექსში ფორმაც და შინაარსიც მაქსიმალურად დაცულია. მიუხედაცვად იმისა, რომ პოეზიის თარგმნის დროს ძალიან ძნელია, ფორმა ისე შეინარჩუნო, რომ ემოცია არ დაკარგო, ვფიქრობ, ავტორმა ორივე ფაქტორის შენარჩუნება მაქსიმალურად შეძლო. ერთადერთს შევნიშნავდი: სტრიქონი ,,Не чуя ночи приближенья" ვფიქრობ, არაადეკვატურად ტრანსფორმირდა სამიზნე ტექსტში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|