ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2020


ისევ ვკითხულობ ლექსებს ჩოხელის

ისევ ვკითხულობ ლექსებს ჩოხელის,
მაქვს საამაყოდ საქმე,
კიდეც ამაყობს გული ოხერი,
დაუნანებლად აქებს.

ისევ ვკითხულობ ლექსებს ჩოხელის,
კელაპტარივით ვიწვი,
სულ იამაყებს გული ოხერი
გუდამაყრელის მიწით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები