ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2009


სონეტს ჩავიკითხავ....

 

    (ბექა ახალაიას სონეტზედა)

სონეტს ჩავიკითხავ, ფიქრიანი...
მერე სარკმელს უცებ დავეხლები...
ალბათ, მოვისიზმრე, ჩიტი არის...
სუნთქვას, თმაგაშლილს თუ ვენატრები...

სონეტს ჩავიკითხავ... თითქოს შვებით,
ნეტავ, თუ დამცალდა გუშინ წერა?
ალბათ,  სიზარმაცის თბილი კატა
ფეხზე მომებლანდა… და მეშველა!

სონეტს ჩავიკითხავ... და გავჭიმავ
სიტყვებს ჩემი გრძელი ნაწნავებით,
თუმცა , ნეტავი, რამ დამავიწყა?!...
რა ხანია, ვსუთქავ მოკლე თმებით.

სონეტს ჩავიკითხავ... არ მოკეტავ?!...
უკვე კივილამდე მომბეზრდები...
წერამ  ახლა ისე ამიტანა,
რომ უსიტყვებოდაც ვსონეტდები.
                                                  21.02.09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები