ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: თარგმანი
23 თებერვალი, 2009


### (მარია მარკოვა)


* * *

…meine liebe, ვინ ყოფს ბწკარედს
ქორონიკონის?..
ხრჩოლავს მამულზე უფრო მწარედ
კოჭლი სტრიქონი.
ენა ბროლია, - უთარგმნელად
გესაუბრება,
როდისღა გაქცევს ისევ ხელად
თავისუფლება?..
ნიადაგ ახლის ძიებაში
ცხოვრება გიწევს,
საკუთარ ტყუილს, მძივებჩაშლილს,
ღეჭავ და იწერ.
მიმოიხედავ, - წყვდიადია
ყოფის ლოგინი...
სადღაც ზამთარი ჭიატებს და
თანაც სლოკინებს.
გაუგე მასაც, აპატიე,
ის ხომ უჩინრად
სუფთა ჰაერზე გაიპარა
შენი მუჭიდან.
ფერფლია იგი... ქარი ქვიშრობს
ჭორებს უვრცელებს.
ყველა სატკივარს ერთად იშრობს
თეთრი ფურცელი,
მერე სხვაც - უფრო ფერმიხდილი,
სუფთა სრულებით,
სადაც სიცოცხლე და სიკვდილი
დაგასრულებენ.



Мария Маркова

* * *
… meine liebe, непереносим
подстрочник века.
Каких отечеств горче дым
в строке-калеке?
Язык прозрачен, как зима,
без перевода.
Когда опять тебя с ума
сведёт свобода?..
Всё в поиске живёшь, живёшь,
на ладан дышишь,
свою изысканную ложь
жуёшь и пишешь.
Осмотришься, – какая тьма,
и жизнь какая
– воистину, вокруг зима,
и век икает.
Не поминай его, прости.
Он, словно голем,
из творческой твоей горсти
ушёл на волю.
Он – прах, и прах произнесён.
Ихор струится.
Смотри, как впитывает всё
одна страница.
Одна страница бытия,
и дальше – пусто.
Там смерть твоя и жизнь твоя
тебя отпустят.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები