ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2020


არ გამიხდე სულერთი..

შარშანდელი  თოვლი
ჩემთვის  სულერთია
(უკვე წლევანდელიც მკიდია)
ზოგჯერ  ჟარგონებს 
სიტყვებს ვაყოლებ
წელსაც  ნაძვის ხეზე ჰკიდია
სათამაშოები,  შენ რომ მომიტანე,
გული  რომ გამითბო და  დიდია.
ჰოდა რას ვამბობდი,
ყველა სულერთია
ვინაც  მოდიან და მიდიან...
მარტო  შენზე ვფიქრობ,
და სულ მიხარია
როცა  ჩახუტებით მახარებ
უკვე მერამდენედ  ამას გატყობინებ
არ გამიხდე სულერთი...
მახარე !   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები