 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 10 დეკემბერი, 2020 |
თვალები დახარე. ხელები ჩამოუშვი. აღარაფერი არ მოხდება. ვეღარაფრით ვერ გავაკვირვებთ ერთმანეთს. თოვლიც იყვიანებს. ისევ მარტო ვარ და ისევ ისე შემართებით ვკითხულობ ყანწელებს. ეს უნდა გაგრძელდეს! სხვა გზა არ გვაქვს. ეს უნდა გაგრძელდეს.
მე როცა ასე ვიარები, როცა ასე ვარ, გარეთ არაფრის იმედი მაქვს. შიგნით - ცოტათი. ისევ მინდება, წერილები შენზე დავწერო, მერე იზრდება დანგრეული, ძველი ოთახი და რომანტიკულ ისტორიებს თხზავენ მწერლები, რეჟისორებიც. ხმები არის. ხმები და რიტმი. სიგიჟეც ისე ახლოს არის, როგორც მწერები აბლაბუდაში კუთხეების. ვერაფერს ვიტყვი, ჩემი ბრალია!
როგორ მინდება, ის ვიყო, რასაც ვწერ, ვამბობ, ვფიქრობ, ვაკეთებ და რაც მაცვია.
ღამე მოვა. ღამე ჩუმი. სიმარტოვის ნაზი ღამე. შეგპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შეგიყვარებ.
გზები ჩვენი ზღაპრებია. ზღაპრებია გზები ჩვენი, შემპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შემეჩვევი; ღამენათევს და ნამთვრალევს ეჭვი სხეულს გამომიღრღნის. დავისახავ, თუმცა მაინც არაფერი გამომივა.
რამდენს იტევენ საწოლები. დულსი - დავმარცხდით. მადლობა ღმერთებს. სიხარულის პატივი ღმერთებს! როცა ვანგრევდით კედლებს ჩვენით მაეჯვნივ თუ მარცხნივ, გადავივიწყეთ, რომ იანვრის შიში გვაერთებს სახლებთან. კოცნებს მიგვაჯაჭვავს უენო ვნება. სხეულებს ხელით ავილესავთ მიწაზე, მზის ქვეშ. საკუთარ ფიქრებს მოუარონ ძილის ენებმა! მე ისევ ვწუხვარ - დონ კიხოტსაც ვეღარ დავირქმევ.
ხელები ჩამოუშვი. მოიკუნტე და მუხლებს ჩაეხუტე - აღარაფერი არ მოხდება ისტორიის ველის დასასრულს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ღამე მოვა. ღამე ჩუმი. სიმარტოვის ნაზი ღამე. შეგპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შეგიყვარებ.
ღამე მოვა. ღამე ჩუმი. სიმარტოვის ნაზი ღამე. შეგპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შეგიყვარებ.
4. კარგია. ძლიერი. 555 კარგია. ძლიერი. 555
3. "გზები ჩვენი ზღაპრებია. ზღაპრებია გზები ჩვენი, შემპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შემეჩვევი; ღამენათევს და ნამთვრალევს ეჭვი სხეულს გამომიღრღნის. დავისახავ, თუმცა მაინც არაფერი გამომივა." - რა კარგია.
თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ლექსისგან ააწყვე და კარგადაც გამოვიდა.
"გზები ჩვენი ზღაპრებია. ზღაპრებია გზები ჩვენი, შემპირდები, თუმცა მაინც ვერაფრით ვერ შემეჩვევი; ღამენათევს და ნამთვრალევს ეჭვი სხეულს გამომიღრღნის. დავისახავ, თუმცა მაინც არაფერი გამომივა." - რა კარგია.
თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ლექსისგან ააწყვე და კარგადაც გამოვიდა.
2. კარგია, შეგრძნებადია . კარგია, შეგრძნებადია .
1. მე როცა ასე ვიარები, როცა ასე ვარ, გარეთ არაფრის იმედი მაქვს. შიგნით - ცოტათი.
ბევრი მომენტია დასამსახსოვრებელი, ძალიან მომეწონა. მთელი განწყობა ხელის გულზეა და მაინც არის რაღაც დატოვებული, ჩუმი.
ორმაგი უარყოფები მჭრის ყურს. ჩემია ზრით ეს ნაწერი იმსახურებს, მთელი თვე გეჩეხეებოდეს თვალებში. მე როცა ასე ვიარები, როცა ასე ვარ, გარეთ არაფრის იმედი მაქვს. შიგნით - ცოტათი.
ბევრი მომენტია დასამსახსოვრებელი, ძალიან მომეწონა. მთელი განწყობა ხელის გულზეა და მაინც არის რაღაც დატოვებული, ჩუმი.
ორმაგი უარყოფები მჭრის ყურს. ჩემია ზრით ეს ნაწერი იმსახურებს, მთელი თვე გეჩეხეებოდეს თვალებში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|