ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ტაბორლინ დიდებული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 დეკემბერი, 2020


დაფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!

დაფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
    რა დააფრთხობთ ყვავებს? ვითომ შეძრავს მათ შავ გულებს ვიტგენშტაინისნაირი ჰუმანისტის უღმერთო სიკვდილი? თუკი მწერალს სწამს, რომ დიახ, ყვავებიც კი დაფრთხებიან ვიტგენშტეინის სასიკვდილოდ მიმართული დამბაჩის ტყვიის ხმაზე, მაშინ, რომელ თაობასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, ჩვენც გვჯერა მწერლისა და მისი გმირის, მაგრამ იარსებებს საწინააღმდეგო აზრი, თუმცა მე ყვავების დაფრთხობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და შესაბამისად ამას არც ვეწინააღმდეგები და დღეს, ამ პუბლიცისტურ ნაშრომში შევეცდები დავამტკიცო თუ რატომაა ყვავი დასაფრთხობი და რატომ არაა მისი ადგილი მზის ქვეშ.
    ჩემი აზრით ყვავები დამბაჩის ხმაზე ფრთხებიან, მაგრამ გააჩნია რა დამბაჩაა ეს. ლიტერატურული და საზოგადოებრივი დამბაჩა მრავალი სახის არსებობს: ახალი სიტყვის, ახალი აზრის, ახალი სტილის, ახალი იდეოლოგიის და ა.შ. დამბაჩა, რომელმაც დააფრთხო ყვავები და სიცოცხლე დაუმთავრა ალესანდრე ვიტგენშტეინს ის დამბაჩაა, რომელიც გვაუწყებს წარსულის დამთავრებას და ახალ დროში გადასვლას, საგულისხმოა ისიც, რომ ნოველის ერთ - ერთი პერსონაჟი, ახალგაზრდა გოგონა მომავალი თაობის ნიშანია, თანამედროვე თაობა სკეპტიკურადაა განწყობილი წარსულის ზნე - ჩვეულებებისა და იმ დროინდელი ცხოვრების წესის მიმართ, მაგრამ მათ მოსწონთ მაშინდელი მამაკაცის ქცევა, ჩაცმულობა, როლი საზოგადოებაში და ა.შ. რაღა დაგიმალოთ და მეც ერთ - ერთი მათგანი ვარ, აღტაცებაში მოვყავარ მაშინდელ რაინდებს, მათ ღირსებას და სხვა თვისებებს, ეს კარგია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ მაშინ უამრავი კლიშე და უაზრო ქმედება იყო „მოდაში“, ქვემოთ მოვიყვან არგუმენტებს რომლებითაც შევეცდები ნათლად დაგანახოთ ის, რაც საზოგადოების ფართო მასას მოსწონს, ხოლო ჩემი აზრით უაზრო ზნე - ჩვეულებაა.
    დავიწყოთ იმით, რომ დუელის დანიშვნა ერთი დიდი უაზრობაა და მეტი არაფერი, თუ ყველაფერს სისხლით მოვაგვარებთ რა განსხვავება იქნება ჩვენსა და ჰომო ერექტუსს შორის? არაფერი. ჰომო საპიენსის სახელი და ამ სახელის ტარების პატივი თითოეულ ადამიანს გვერგო და ვალდებულები ვართ გავამართლოთ, ცივილიზებული ადამიანი ყველაფერს ლოგიკურად, საუბრით აგვარებს, მაშინ რა საჭიროა დუელი და სისხლის დაღვრა? ეს უაზრობაა, შეურაცყოფის მომყენებლის მოკვლა ან დაჭრა იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაცია განიმუხტება და პრობლემა მოგვარდება, პირიქით თუ დუელიანტს მოკლავთ ერთ „მტერს“ მოიშორებთ მაგრამ მინიმუმ ათს შეიძენთ, სწორედ დუელებია იმდროინდელი ბრწყინვალე ახაგაზრდების ასე უდროოდ გარდაცვალების მიზეზი, როგორიცაა მაგალითად მიხაელ ლერმონტოვი, ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე ვიტგენშტაინი და სხვა… რა გამართლებას მოუძებნით ამას? ვერანაირს, მართალია გამარჯვებულმა დუელიანტებმა გაიმარჯვეს მაგრამ შეიწირეს სხვისი სიცოცხლე, ამ წეს - ჩვეულებამ ოტო ფონ ბისმარკს, ამ ბუნებით რაინდ ადამიანს ოცდარვა ადამიანი მოაკვლევინა დუელში, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წესი იყო და საქმე სიტყვით არ გვარდებოდა, სწორედ ესაა ერთ - ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაასრულა კაცობრიობამ მაშინდელი ცხოვრების არასწორი რეჟიმი, სწორედ ესაა ერთ - ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ მომწონს მაშინდელი ზნე - ჩვეულებანი.
    მეორე არის ღირსების ყველაფერზე წინ დაყენება რაც ასევე უმიზნო ჩვევაა, მაგალითად რამ შეიწირა მაგისტრი დოტ ელქსა დალი? იმან, რომ ის რკინის კანონის წარმომადგენელ კონეტაბლს არ დაელოდა და ვინტასელ მეძავს გამოესარჩლა, საბოლოოდ სტილეტოს ჩვიდმეტი დარტყმით მოკლეს. რამ შეიწირა მეარ ალვერონი? ასევე ღირსების დაცვამ, როცა მას არლიდენ რუმ უთხრა რომ თუ ღირსება ჰქონდა კლდიდან გადამხტარიყო მეარ ალვერონი სირბილით გაეშურა კლდისაკენ, ასევე ღირსების დაცვამ შეიწირა ადემ ვაშეტი და სხვა რაინდები. ღირსების დაცვამ იმსხვერპლა ჩვენს მიერ შესწავლილი ერთ - ერთი ნოველა-სკაფოლდინგის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!“ მთავარი მოქმედი პერსონაჟი ალექსანდრე ვიტგენშტაინი რომელმაც კურტიზან ქალზე შეურაცყოფის მიყენების გამო, გენერალი ნაუმოვი რენკონტრ გამოიწვია, ასეთ უბრალო, არაფრისმომცემ შემთხვევებში ღირსების ასე თავგამოდებით დაცვა მე პირადად გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან დიდი ალბათობისთ მაგისტრი დოტ ელქსა დალი კონეტაბლს რომ დაელოდებოდა და მთელს ბანდაზე მარტოდმარტო ხელი არ აღემართა გადარჩებოდა, მეარ ალვერონს რომ ღირსების ქონის ნაცვლად კლდიდან ფრენა არ მონდომებოდა ისიც გადარჩებოდა, ადემ ვაშეტს რომ მეტი წინდახედულება გამოეჩინა და ყოველი შემხევდრი უზნეო დუელში არ გამოეწვია არც ის დაამთავრებდა სიცოცხლეს გერბოლდტ ესტ ბორგის მოწამლული ისრებით გულში, არც ალექსანდრე ვიტგენშტაინი შეეწირებოდა იმ წყეულ დუელს რომელიც არაფრისგამო წამოიწყო და ნაუმოვმაც გაუმეორა, რომ ამის გამო დუელი არ ღირდა, მაგრამ ის არც კი დაფიქრებულა ამაზე. სწორედ ეს და მათი მსგავსი ქცევებია ჩემთვის მიუღებელი, რადგან მათი ალარი იმ ძაფს ჰგავდა რომელზედაც დიდი, მძიმე რიყის ქვა ჰკიდია და საცაა გაწყდება, ჩემი აზრით, ჩვენს ნებისმიერ ქცევას საფუძვლად მტკიცე ალარი უნდა ჰქონდეს, ალარი რომელიც ოკეანესავით ღელავს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი ქმედება ნაყოფიერი და გამართლებული არ იქნება.
    მესამე და ამ პუბლიცისტური ნამუშევრის უკვე დასკვნითი არგუმენტი კი არის ის, რომ მაშინდელი თავად - აზნაურობა ზედმეტად ბევრი პრივილეგიით სარგებლობდა, პარალელეს ისევ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებთან და ისტორიულ ფაქტთან გავავლებ, მოხუცი, მრავალომგამოვლილი ევგენი მაკსიმოვი პოლკოვნიკია, იმპერატორის ნათესავი ახალგაზრდა, ოცდათერთმეტი წლის ყმაწვილი ვიტგენშტაინიც პოლკოვნიკია, მითხარით, რომელმა უფრო დაიმსახურა ასეთი მაღალი წოდება ლაიბ გვარდიის მშვიდი ცხოვრებით მცხოვრებმა ვიტგენშტაინმა თუ მოხუცმა, გამოცდილმა, მრავალომგადატანილმა მაკსიმოვმა? მე რომ ბევრი აღარ გავაგრძელო პასუხი ისედაც ნათელია და ამას თქვენც მიხვდებით.
    თქვენი ყურადღება ასევე მინდა შევაჩერო მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ მოთხრობაში რამდენიმე თაობის არსებობაზე
    ამერიკელებს 1880 წლიდან მოყოლებული 7 თაობის მხასიათებლები აღუწერიათ და თაობები ასე დაუჯგუფებიათ:
Lost Generation (1880-1900) – დაკარგული თაობა
Generation (1900-1920) – ე.წ. დიადი თაობა, სხვაგვარად – მეორე მსოფლიო ომის თაობა
Silent Generation (1920-1940) – მდუმარე თაობა
Baby boomers (1940-1960) – შობადობის მკვეთრი მატების დროს დაბადებულნი

Generation X (1960-1980) – იქს თაობა, იგივე „დაკარგული თაობა“

Millennials (Generation Y) (1980-2000) – მილენიუმის ან ექო ბუმერების თაობა ანუ იგრეკ გენერაცია

Generation Z (2000-2020) – ახალი, ჯერ კიდევ აღუწერელი და ამოუცნობი თაობა

    მართალია, თაობათა აღწერის ეს სისტემა ნაკლებად ან მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა ქართულ სინამდვილეს, მაგრამ საინტერესო მასალაა სინთეზირებისთვის და გვეხმარება, რომ თავადაც აღვწეროთ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე წარსული და ახლანდელი თაობები. ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით ეს თაობები დაახლოებით ასე დეფინიცირდება:
    ვიტგენშტეინის თაობა (გმირი დაიბადა დაახლოებით 1860 წელს, მოკლეს დაახლოებით 1892 წლამდე პერიოდში, ამერიკული აღწერით ”დაკარგული თაობის” (lost generation) წინა თაობა, აღწერილი არ არის)… რეალიზმის და ჰეროიზმის ეპოქის შვილი, თავადაც ჰეროიკული სულისკვეთებით გამსჭვალული, მამაცი და შეუპოვარი, ღირსების სადარაჯოზე მდგომი, ფაქიზი აღმქმელობის, შეფარული ემოციურობით გამორჩეული.
    რევაზ ინანიშვილის თაობა (მწერალი დაიბადა 1926 წელს. ამერიკული აღწერით ”მდუმარე თაობის” (silent generation) წარმომადგენელი). მეორე მსოფლიო ომის შემდგომი და სტალინური ეპოქის შვილები (რეპრესირებულთა ოჯახებიდან), დათრგუნული და სულიერი ტკივილებით დამძიმებული თაობა.
    მწერლის შვილი (დაიბადა დაახლოებით 1970-იან წლებში, ამერიკული აღწერით ”X თაობის” (Generation X) წარმომადგენელი). 1990-იანი წლების პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისების თაობა (მილენიუმის და z-თაობის მშობლები), სკეპტიციზმის თაობა, არარეალიზებული და თაობის სიმბოლოდ მიჩნეული კურტ კობეინის მსგავსად სუიციდისკენ მიდრეკილი ფსიქოტიპები.
    მერვეკლასელი მოსწავლე – თინეიჯერი (დაიბადა 2006 – 2007 წლებში ამერიკული აღწერით ”Z-თაობის” (Generation Z) წარმომადგენელი), ციფრული ტექნოლოგიების თაობა. ეს არის უკიდურესად პრაგმატული, ნაკლებად ემოციური, მიზანდასახული, შეუპოვარი თაობა.
    როგორც ხედავთ, ნაწარმოებში საკმაოდ საინტერესოდაა წარმოჩენილი თაობათა ცვლა და მათი თვისებები, ჩვენ სწორედ ის თაობა უნდა ვიყოთ (თუმცა თეორიულად ვართ) რომელიც დამბაჩას კი არა ზარბაზანს ისვრის, ახალ იდეასა და ახალ სისტემას საფუძველს ჩაუყრის, ყველაფერ ძველ უარყოფითს ახალი დადებითით ჩაანაცვლებს, ბნელს ნათელს მოჰფენს, დაგმობს ძალადობას, ხელს შეუწყობს კანონმორჩილი, ტოლერანტი მომავალი თაობის გაზრდას, კაცობრიობას პროგრესს განაცდევინებს, უზრუნველყოფს მშვიდობიანობას, აღკვეთავს სისხლდენას, გაფურჩქნის ყვავილებს და ამ მშვენიერ სამყაროში მშვიდობას დაასადგურებინებს. მართალია ეს ძალიან რთულია და დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ უნდა ვეცადოთ. ახლა კი მივმართავ იმ ადამიანს თუ ადამიანებს რომელთაც სცადეს და არ გამოუვიდათ: თქვენი მადლობელი ვარ! თქვენ მეტად გაბედული ხალხი იყავით და უკეთეს სამყაროს იმსახურებდით, ამიტომ ერთ ლექსს მოგიძღვნით:
რა გინდა ამ ბედკრულ დედამიწაზე?!
დაფარულ რომ არს ქსელით ობობის,
გაფრინდი შენი ცეცხლოვან რაშით
და გახდი მეუფე მარადისობის!

კონსტანტინ მაქსიმილიან ფონ პეტერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები