ახველებს და სიცხე მისცა, ჩვენს მეზობელ გოგოს, - უჰ, სკოლაში აღარ წავა, გაუმართლა როგორ!- ამბობს ნიკო და უგულოდ არჩევს ხვალის წიგნებს, - ვინახულებ ჰო და გრიპი გადამედოს იქნებ - ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ და სულელი თანაც, სწავლას, თამაშს ავად ყოფნა გირჩევნია განა? თითქოს ნიკოს ეს სურვილი ღმერთმა შეუსრულა, სიცხე მისცა, თავი ტკივა, თვალებს მალ-მალ ლულავს. ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს, თან ახველებს მწარედ, ლოგინში წევს გათანგული, ვეღარ გადის გარეთ.. ახლა მიხვდა, ავად ყოფნა ძლიერ ცუდი არი, ენატრება, ესიზმრება სკოლის ეზო კარი. - ოღონდ მალე მომარჩინე ღმერთო და გპირდები, მე ათებზეც კი ვისწავლი, კარგად რომ ვიქნები. ხვალ სკოლაში გავიქცევი, ოღონდ მოვრჩე ღამე, არასოდეს არ ვინატრებ აწ, სულელურ რამეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რატომღაც მგონია, რომ საბავშვო ლექსებს განსაკუთრებულად თბილგულა ადამიანები წერენ, ბავშვობაში რომ დარჩათ ცალი თვალი <3 რატომღაც მგონია, რომ საბავშვო ლექსებს განსაკუთრებულად თბილგულა ადამიანები წერენ, ბავშვობაში რომ დარჩათ ცალი თვალი <3
8. იმიტომ რომ ავად გახდა:( შემებრალა:( იმიტომ რომ ავად გახდა:( შემებრალა:(
7. ელადა, გრიპი მეწერა პირველ ვერსიაში, თანამედროვეობას შევუსაბამე :) შევცვალე ელადა, გრიპი მეწერა პირველ ვერსიაში, თანამედროვეობას შევუსაბამე :) შევცვალე
6. კარგია,ოღონდ ვინერვიულე ცოტათი.
ნეტა, ცხოველებზე გადაიტანდეთ, უფრო მსუბუქი იქნებოდა. კარგია,ოღონდ ვინერვიულე ცოტათი.
ნეტა, ცხოველებზე გადაიტანდეთ, უფრო მსუბუქი იქნებოდა.
5. კორონა ძალიან ამძიმებს ამ ლექსს, გრიპით თუ შეცვლით აჯობებს, ბავშვები კორონას ხსენებაზე ცუდად არიან. კორონა ძალიან ამძიმებს ამ ლექსს, გრიპით თუ შეცვლით აჯობებს, ბავშვები კორონას ხსენებაზე ცუდად არიან.
4. მომეწონა, ღიმილიც მომგვარა. მომეწონა, ღიმილიც მომგვარა.
3. ტაბორლინ დიდებული.
რატომაა ტრაგიკული???
მადლობა, ქეით გრინი. ტაბორლინ დიდებული.
რატომაა ტრაგიკული???
მადლობა, ქეით გრინი.
2. მეც რამდენჯერ მინატრია ავად ყოფნა და სკოლის გაცდენა. ახლა მეცინება:)))) +2 ჩემი მაქსიმუმი თქვენ. მეც რამდენჯერ მინატრია ავად ყოფნა და სკოლის გაცდენა. ახლა მეცინება:)))) +2 ჩემი მაქსიმუმი თქვენ.
1. ტრაგკულია... :(((( ტრაგკულია... :((((
|
|
მონაცემები არ არის |
|
|