ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2020


საშემოდგომო

ნინო დარბაისელი

საშემოდგომო
- - - - - - - - - -

რთველიც - დამთავრდა!
მე კარს მომდგარი მკაცრი ზამთრის გადასატანად
თადარიგს ვიჭერ
და ვაბინავებ ნაჭირნახულევს: 
ჩირად ასხმული იმედები - ერთად კუთხეში,
ცრემლის ჯაგანი -  წამწამებზე,
გონება -  ჯერაც  გადასაღებად დაუდუღარ-დაუწმედელი,
გული  - გრძნობათა  ჩემთა ქილა - მაინც ბოლომდე მოუხუფავი, -
რომ  შიგ ჰაერმა  შეუფერხებლად იმოძრაოს და  შეყოლილმა სიცოცხლის ძალამ არ ამოხეთქოს
და სიყვარული - მახრჩობელა კომშივით რომ გულზე მადგება...

ჰაერში კვამლის  შორეული სუნი ტრიალებს
და სიმარტოვე -  მშობლიურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები