ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2020


ქალაქობანა

ყველა ტკივილი ქარს გავატანე.
თითქოს დავივიწყე ჰამადანი.
მაინც ვერაფრით ვერ დავადარე
გულის ერთი მხარე მეორეს.

დავგმე თავრიზი და ისპაჰანი.
წარსულს შავი სილა მივაყარე.
ვისაც გულის კლიტე მივაბარე,
აქეთ მარბიეს და მეომეს.

რომი თუ დაეცა, გრძელდებიან
გზები… თუ გველების ენებია,
ასე რომ მგესლავენ, მედებიან,
ტანზე-ჩემი მიწის ნაფლეთზე.

თარიღებს მიყოლებით ვალაგებ:
აღარცა ხარაჯა და არაბი,
აღარცა მონღოლი და ყალანი…
თვალებს მაინც შიშით ვაფეთებ.

იქით ლორეა და საინგილო,
მოჭრილ კიდურთან რომ ვაიგივებ.
ასე როგორ გინდა გაიღიმო,
ქარებს აყოლილო ტკივილო.

აღარც ართვინი და არტანუჯი.
ესეც ბედია, რომ გადავურჩი
ამდენს... ამიტომაც არ დავუჭრი
ფრთებს ჩემს წითელთმიან მიმინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები