ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2020


კარე

სანამ სამოთხეში ვარ,
ითვლის  ნაბიჯებს ბავშვობის სახლი,
რომ მომატაროს ყველა ჩიხი.
ცადაღებული თვალების სიფართოვე-
ეს სხვა დგომაა,
სხვა სისხარტე..
კარე და მოცინარი თეთრი კანი..
წამოკორდილი, მილეული სიგამხდრე..
სარკე არასდროს ცდება-
გავზრდილვარ..
ჩემნაირები ივსებენ,
ჩემს ეზოში, ბავშვობას ახლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები