ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2020


ჰალიკარნასში ღრუბლებია...


( სონეტი მაყვალა ხარებავას)
გაგიტაცებდნენ ზღვის ტალღებში
წითელი რაშით,
აცრემლდებოდნენ ნაკადულნი,
ტყენი ,თუ მთანი,
ამ სილამაზით ოსმალეთის იმპერიაში
დაემხობოდა, შენს მუხლებთან,
ყველა სულთანი.
თუმც, ქარიშახლი იქნებოდა
შენი მდევარი.
ვერ მოგწვდებოდა გამომწყვდეულს
ჰარამხანაში,
ვინ-ჰიურემი, ქიოსემი,
მაჰიდევრანი
შეგედრებოდა სასულთნოში
ქალღმერთს , ფრთაგაშლილს.
...სამეფო ბაღში წმიდა ნინოს
„მაყვალი“ ჰყვავის,
მთვარანგელოზ გაბრიელმა
გვამცნო „ხარება“.
ამიტომ, მხოლოდ ჩვენი ხარ
და სხვისი არავის.
...ჰალიკარნასში ღრუბლებია,...
ცა იცვარება.
თუმცა, პოეტი, მაინც, ყველგან პოეტი არის.
ყველგან დაქრის და გაბნეულა ქარიშხალებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები