ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2009


***

იის და კაცის თვალებში
თითქოს სამოთხის ნამია,
ჰაერში ანგელოზების
ფრთათა სითბო და ჩქამია,
გული გალობს და მაღლდება
(მისთვის ავდარიც დარია),
ნექტარი მაცოცხლებელი
უფლის პეშვიდან დალია.

სიყვარულისთვის გახსნილა
ზესკნელ-ქვესკნელის კარია.

***
ნიავი დარაიისა,
მელოდიები დარისა.

ზვავის ბზარებში ნათება
ყვავილოვანი მწვანისა.

ღრუბლის ტალღებზე ნახატი_
მშვენიერება ქარისა.

სიცოცხლის დღესასწაული_
ქორწილი მზის და ყანისა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს