ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
31 დეკემბერი, 2020


Александр Блок - Ловя мгновенья сумрачной печали…

ალექსანდრე ბლოკი - გამოკრთებოდა სევდა, ვიდოდით...

გამოკრთებოდა სევდა, ვიდოდით
უსწორმასწორო, მოლიპულ შარით,
ბედნიერების წუთებს - მშვიდობის,
ვერ გავუფრთხილდით და ხელი ვკარით.

დავშორიშორდით, მეხსიერებას
გადაავიწყდა წარსული ძვირი,
ვსვამთ ფიალიდან ბედნიერებას,
მოიხილვება ვიდრემდე ძირი;

როდისმე ბოლო მტკბარი წვეთებით
ერთმანეთს შეგვყრის ჯიუტად ხვედრი,
ერთ სიყვარულად კვლავ შევერთდებით
და გავატარებთ საათებს სევდის.

31 დეკემბერი, 2020 წ.



Александр Блок - Ловя мгновенья сумрачной печали…

Ловя мгновенья сумрачной печали,
Мы шли неровной, скользкою стезей.
Минуты счастья, радости нас ждали,
Презрели их, отвергли мы с тобой.

Мы разошлись. Свободны жизни наши,
Забыли мы былые времена,
И, думаю, из полной, светлой чаши
Мы счастье пьем, пока не видя дна.

Когда-нибудь, с последней каплей сладкой,
Судьба опять столкнет упрямо нас,
Опять в одну любовь сольет загадкой,
И мы пойдем, ловя печали час.

21 июля 1898

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები