ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2021


კორონობანა

ნინო დარბაისელი

კორონობანა
- - - -

უსახლკარონო,
კორონის გამო
დარჩით ოთახში,
სახლებში დარჩით
და რითაც გინდათ, -
ქამანჩით, ქანჩით,
ან სულაც ჩამჩით
შიგ გაიხურეთ ცივი კერანი!

დასრულდა ლხინი და ჭიქაზე - ჭიქის წკარუნი,
მსწრაფლ მოიხოცნეთ ცრემლნი თვალთაგან მოწანწკარენი,
ყველა გაცუდდეს, ვინც ვის სხვა რამ
შეაკერინა,
ხოლო ნიღბები - ბრმებმა კერონო,
შენ კი  - კანონო, რომ იკანონო,
უნდა მოექცნენ წინ - უკანანი!

ცოლ- ქმარნო, გეყოთ სახუტებელ-საკურკურონი,
გაიყარენით, საცა იყოთ ნეზვნი, კურონი!
შეყვარებულნი ერთმანეთს აღარ მიეკარონო,
ისევ საკუთარ სიმარტოვეს მიეკირონო!
და ვინ-ღა იცის, რამდი გასტანს ეს ისტერია!
ვინც მოძმეს გულში ჩაიხუტებს,
ყველას მტერია,
ყველას მტერია,
ვინც ტვირთმძიმეს ცრემლი მობანა!
დაღერებულნი აგვაცილოს რამ სეკირანი,
დანა და ცული!
კარი  - დაცული,
პირი - დაცული,
თუ რამ სარჩო გაქვთ,
ნუ დაეძებთ, ვის მოაშია,
აზრი რაშია?
აზრი  - მარტოდ  ჭამა-სმაშია.
მარტონთქმაშია,
მარტოთქმაშია,
მარტოხმაშია,
ახლა წესია ჭირთა თმობანი,
არ - ხეტიალი უბან- უბანა,
კენტად მომღერალს ვინ მოუბანა!
ეს - თამაშია რამ მამაცური,
ეს  - თამაშია მარტოკაცური,
ეს თამაშია - კორონობანა!

ის - გაასვენეს ...
კუბოს ექვსი კაცი მისდევდა,
ჩვენ -  გავიგეთ და
ვირტუალური ცრემლების ზღვით და ყვავილებით  ვეთხოვებოდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები