| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 5 იანვარი, 2021 |
ერთი ბედკრული,ვისაც უკვე მთელი ცხოვრება, გაწამებული ქონდა ლამის-ყოველ დილიდან! ჩხუბი,კინკლავი,არეული აზრი,გონება, მარტო მოწყინდა?უკვე ყელში ამოუვიდა... მივიდა ბრძენთან-სატკივარი უნდა გაუწყო: -დაკარგა აზრი სიცოცხლემ და ყოფნა-არყოფნამ... ახლებურად რომ ამ ცხოვრებას ფეხი ავუწყო, ხომ არ სჯობია მოვიძიო სარჩო სამყოფად -მხოლოდ ჩემთვის და... უმადურმა ცოლმა იზრუნოს თავის ოფლის ღვრით მოიპოვოს პური არსობის? ბრძენმა იკვირვა...აქ მოსული,-კაცი მეგონე! და არა-გეტყვი:-უსარგებლო ბოთლის საცობი... როცა ოჯახში კინკლაობა და ჩხუბი მეფობს, მზე კაშკაშებს და სახლში კიდევ,-ბნელა...ბინდია! დღეები,შენ რომ გიწყალობა მაღალმა ღმერთმა, უშინაარსოდ,უღიმღამოდ წელვით მიდიან... დაფიქრდე უნდა, თქვენ ორ შორის ვისი საქმეა, მატყლის ჩეჩვა თუ, საქსოვნელად ძაფი-სართავი? მერე მოდი რომ პირში გითხრა, თქვენს(ცოლ-ქმარს)შორის, ვინ მტყუანია და ვინ კიდევ,-სრულად მართალი... მანამდე, სანამ ჩემთან მოხვალ, გვერდით მეზობელს გადაუხედე...რა ცხოვრებით ცხოვრობს ოჯახი... ისმენ კი მათგან ჩხუბს,ვაებას, კივილს და მოთქმას, გაწევ-მოწევას, უკანასქნელ ხმაზედ მოძახილს? მიხვდები, როგორ ეზიარო სულის სიმშვიდეს, სახლში სიკეთის მეფობამ რომ დაიდოს ბინა... გეფერებოდნენ და ნერვებს შინ კი არ გიშლიდნენ... ბედნიერებით სულს ატკბობდე-შენ,ცათა შინა! ბრძენისგან უკან მომავალი, შეჩერდა სახლთან, რომელ სახლშიაც ბინა ედო სიამტკბილობას.... სადაც ცხოვრებას დაწესებულ პირობად ახლდა, პატივისცემა-მომდინარე ხატის მირონად... საშოვარიდან მობრუნებულ დაღლილ ქმარს ცოლი, გვერდით ეჯდა და მოკრძალებით ეფერებოდა! -არა ყავს ვინმეს შენნაირი, ამ ქვეყნად მგონი, ოჯახს რომ სალ კლდედ ქცეოდა და შეფარებოდა! მადლობა უფალს გვიწილადა დღეს რომ მცირედი, ხვალაც თუ მოგვცემს,არ მოგვაკლებს ლოცვა-კურთხევას... არ მოგვიშალოს გამჩენელმა შენი იმედი... ქმარიც ემთხვია მადლიერ ცოლს-სიტყვის უთქმელად!... მობრუნდა ქმარი, შინ შევიდა ჩაფიქრებული... ცოლს უხმო წყნარად, -მოსაკითხი მომაქვს ბრძენისგან! ამიერიდან ორივესი სიმართლე-კმარა! გონების გახსნა-განათება,მგონი მეღირსა... ჩვენს გვერდით სახლში მტყუანია ქმარიც და ცოლიც... ჩვენ კი,-ორივე მართლები ვართ,რატომღაც...მგონი!.... იმაზე ცდაში-დაიხევსო-უკან,-ლოდინში... დაგვვიწყებია-სიყვარულით გვეთქვა ბოდიში... რომ ჩვენს ქოხშიაც ენავარდა სითბოს, სინათლეს! ჩვენ კი?ეს წლები, გადავყევით... ჩვენ ჩვენს "სიმართლეს"...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა. ნეტავ, ყველა ცოლ-ქმარი გაითავისებდეს ამას 5 ძალიან მომეწონა. ნეტავ, ყველა ცოლ-ქმარი გაითავისებდეს ამას 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|