ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2021


ჩიტი გამოფრინდება...

მახსოვს ფოტოატელიე,
ჰყავდათ ჩიტი, გულნარა.
ერთხელ სული დამელია,
გაიფრენდა თუ არა...
ჩემი ძველი ფოტოები
გულში უდევთ ალბომებს.
ჰოდა, დროგამოტოვებით
თუ გადავშლი, მსალმობენ!
"გაიღიმე, გენაცვალე,
ჩიტი გამოფრინდება!"
დღესაც ფართოდ ვახელ თვალებს
ხსოვნის ფოტოფირებთან...
მჯეროდა, რომ აპარატში
ჩიტი მართლა სახლობდა.
ერქვა ფოტოგრაფის არტი,
მე რაც დამრჩა სახსოვრად...
  05.01.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები