იშვა იესო ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე გამოქვაბულში გომურადაც რომ იცნობს ხალხი, სულ სხვა ვარსკვლავი დაეკიდა მაშინვე ცაზე, სულ სხვა სინათლე აკაშკაშდა იმ ღამით ცაში. ეხარა მყემსებს შობა ყრმისა, რჩეული ხვედრით მათ ანგელოზმა განუცხადა ეს სასწაული, მერე კი სთხოვა პოვნა ჩვილის და მისი დედის, თქვა ბაგეს ნახეთ კაცთა შორის ზე სამკაული. და შეიკრიბა მერე უცებ ციურთ ლაშქარი, ქვეყანას ამცნეს შობა უფლის, დიდება ღმერთის, ბეთლემს გაუყვა მოწიწებით მწყემსთა ამქარიც, რომ თაყვან ეცათ და ეხილათ ის ერთადერთი.