 | ავტორი: პაატა6891 ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2021 |
შენ რომ რქებზე გეცხო მიწა, შენ რომ გუთანს სწევდი, ჰოდა მე ვერავინ დამავიწყა, თვალებზეც რომ ცრემლი გქონდა. ძლივს დაგდევდა მამაჩემი გუთნით ხელში და "გასწიო". ასე ჩვენი გადამრჩენი რა უღელი არ გასწიე! მერე იყო, იღლებოდა მამაჩემი, მამაჩვენო! უნდა გვეხნა და გვეთესა, შვილებს სხვა რა დაგვარჩენდა! ჰოდა, ლაბავ თუ წიქარავ, ნიკორავ თუ მიწაშავო, მიწა შენ რამ გაგითეთრა, ქედი როგორ დაგიშავეს! წინ მივდივარ, ხელში ბაწრით, ეს ბაწარი გქონდა რქებზე და შენს უკან მამა - წკეპლით... უფრო უკან სიმინდს სთესდნენ ჩემი დები. თან ვმღეროდით, ვმკიდით-ვთესდით, ვთესდით-ვმკიდით, მაგრამ შენზე მოფერებით ვერასოდეს ვერ დავკავდით. ჰოდა ასე ჩემო ლაბავ, ჩემო, ცრემლიანო თვალით, რა წვალებით სწევდი ჭაპანს ჩვენ ცრემლიც ვერ დაგითვალეთ. შეგვაცივა, შემოდგომდა, უფრო მეტად აგვიცრემლდი. მოგისაჯეთ გზა გოლგოთის, ჯვარცმას როგორ არ მიგცემდით! მე ხომ მაინც მიამიტი დავრჩი, ნერვებდაოკილი. ბაბუს სურათს მივამატე და კედელზე ჩამოვკიდე შენი ფოტო - ცრემლიანი, უღლიანი, გუთნიანი და საღამოს წავაქციეთ ხორცზე, ღვინო ხუთიანით. ისე ვსვით და ისე გჭამეთ, მეზობლებიც გადავრიეთ. მაგრამ შენი სადღეგრძელო იმ ხუთიდან არც დავლიეთ. რომ მოგვიკვდი (უფრო სწორად, რომ დაგკალით), რომ... რომ მტკივა, რომ გავხდი ცხოვრებისტოლა, რომ მამაჩემიც მომიკვდა... შენ რომ მიწას ცრემლით რწყავდი, მე რომ მამა მივაბარე... შენ არ შეგიხრია წარბი და ხარმა ასე გვახარე. ახლა ჟანგი გუთანს მიჭამს, თვალებს სევდა მიხამხამებს რა მადარდებს?! - არა მიშავს, ხარმა ასე ხომ მახარე! ჰოდა, ასე ჩემო ლაბავ, თვალბეჟანავ, თუ გიშერავ. მოვუყვები მოხნის ამბავს შვილებს, თან რომ ვერ გიშველეთ, როცა დანას გიღირებდნენ და ხორცის ფასს ფასი ჰქონდა. დანა როგორ ღიღინებდა, და ქვაბები ცხელდებოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
2. როგორი ჰარიჰარალოა! შუბლშესატრუსი, მოსაფერებელი ხარი გყოლიათ :)+ როგორი ჰარიჰარალოა! შუბლშესატრუსი, მოსაფერებელი ხარი გყოლიათ :)+
1. შემოგევლეეე,რა გულიანია ,ტკივილიანი.ძალიან ქართული და ღრმა. ძალიან იმოქმედა. შემოგევლეეე,რა გულიანია ,ტკივილიანი.ძალიან ქართული და ღრმა. ძალიან იმოქმედა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|