| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2021 |
შენი ხელები ჩემი სახლია, თბილი თითებით დაწნული ბუდე, მიყვარხარ ბევრად უფრო ძალიან, ვიდრე განვიცდი, ვითმენ და ვუძლებ.
თვითონ იმდენად წრფელი სიტყვაა, უთქმელობაშიც დუმილი ამხელს, ყველა სიტყვიდან ვამბობ მიყვარხარ, მაგრამ ვერც ერთი ვერ იტევს სათქმელს.
მინდა, ყოველ დღე, რომ გაგახარო, მოგეფერო და მოგეალერსო, შენი სიცოცხლე არის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ვსუნთქავ, ვარსებობ.
მინდა, რომ ხელი ჩაგკიდო ხელში, მინდა, რომ სულზე შეგახო სული, შენ გამინათო ყველა გზა ბნელში, ჩემ გარშემოც და ჩემში შესულიც.
მინდა, არასდროს, რომ არ მყოფნიდე, ისე მიყვარხარ, მთები იძვრიან! უშენოდ ყოფნა მე არყოფნიდან, არ შემეძლო და არ შემიძლია.
მინდა, რომ ესეც მხოლოდ შენ გითხრა, ჩვენს ერთად ყოფნის ვერ ვიკლავ წყურვილს. ვიქნები შენთან იმაზე დიდხანს, ვიდრე სხეულში ჩერდება სული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სასიამოვნო ემოციას ტოვებს - მერე რა რომ მთლად გადასარევად ვერაა დაწერილი :)
სასიამოვნო ემოციას ტოვებს - მერე რა რომ მთლად გადასარევად ვერაა დაწერილი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|