ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2021


ასტანდ

სარეცელთან სულს ღაფავდა ღამე,
ვეღარც მთვარემ გადაუსხა სისხლი,
ვარსკვლავები ჩამქრალიყვნენ ცაზე
და შავ ქუჩებს ეხვეოდა ნისლი.

ენგურს იქით ატირებულ ფსოუს,
შავ ზღვაში თუ შეხვდებოდნენ ძმები
და ძაძებში გამოხვეულ "ოსურს"
ჩაესმოდა გარდაცვლილთა ხმები.

ხიდი იყო, მაგრამ ისე შორი,
ისე შორი,  ვერ მოვედი, ასტანდ...
ამიგორეს უამრავი ჭორი,
სიმართლე კი არსაიდან ჩანდა.

ბავშვი იყავ, პატარა და სათნო,
მისტიროდი გაწითლებულ ენგურს,
როცა ჩვენში ბრძოლის ცეცხლი ენთო,
მიამებდი დაწყლულებულ სხეულს.

ახლა, ასტანდ, ისეთია ღამე,
ვეღარავინ გადაუსხა სისხლი...
ვარსკვლავები ჩამქრალია ცაზე,
თვალებზე კი გაგვწოლია ნისლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები