როცა ადამიანი მიდის შენი ცხოვრებიდან, აი ასე, დაუგეგმავად და მოულოდნელად, შენ რჩები იქ, სადაც მასთან ერთად წლები იცხოვრე, გრცხვენია და არ გინდა. გრცხვენია მის გარეშე დარჩენილი საკუთარი თავის და არ გინდა საკუთარი თავი მის გარეშე. რადგან თუკი ერთხელ მაინც შეძელი და ყველა შენი გრძნობა თუ ემოცია ვინმესთან ასე გაცვალე, ასე ღრმად, მთელი არსებით შეუძლებელია ის როდისმე გაქრეს. პირიქით, გრძელდება, ღრმავდება - მასთან ერთად ან მის გარეშე.