ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 იანვარი, 2021


Осип Мандельштам - Дано мне тело — что мне делать с ним

ოსიპ მანდელშტამი - მოცემულ სხეულს ცუდს რას შევკადრებ

მოცემულ სხეულს ცუდს რას შევკადრებ,
ასე ჩემიანს, ასე ერთადერთს?

სიცოცხლის, სუნთქვის რომ ვარ მფლობელი,
ვის მოვახსენო სამადლობელი?

მებაღეც მე ვარ, ნერგიც მტილების,
მარტო არა ვარ ქვეყნის დილეგში.

მარადისობის მინებს დაცრემლილს,
შერჩება ჩემი სუნთქვის ნამცვრევი,

აღიბეჭდება მასზე ზარნიში -
აზრმიუწვდომის უცხო სანიშნი.

არ შეეძლება დრო-ჟამს უკუღმართს,
ლაფით წაშალოს მშვენი ჩუქურთმა!

9 იანვარი, 2021 წ.



Осип Мандельштам - Дано мне тело — что мне делать с ним

Дано мне тело — что мне делать с ним,
Таким единым и таким моим?

За радость тихую дышать и жить
Кого, скажите, мне благодарить?

Я и садовник, я же и цветок,
В темнице мира я не одинок.

На стекла вечности уже легло
Мое дыхание, мое тепло.

Запечатлеется на нем узор,
Неузнаваемый с недавних пор.

Пускай мгновения стекает муть
Узора милого не зачеркнуть.

1909 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები