ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2021


ძველისძველებური

ნინო დარბაისელი

ძველისძვლებური
- - - - - - - - - - - -
დრო იყო, მწამდი, გიფენდი
სავალად დიბა-ფარჩებს.
დღეს ვიცი, ნატკენს პატარას
დიდი ნატკენი არჩენს.

განა რა დაეჯერება
ან შენს ნათქვამს და ან ჩემს?
შემცდარა,  ქალს და კაცს შორის
ვინც მტყუან-მართალს არჩევს.

როდემდე ველოლიავოთ
ამ სიყვარულის ნარჩენს?
წამსვლელი უნდა წავიდეს,
დამრჩომი უნდა დარჩეს!

                      1983

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები