ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2021


ცივი გონება

   

პოეტის გული სავსეა ცდებით,
"ცა ფარით სავსე, არვე კი თხებით. "
შენ ქალბატონო ყოველთვის ცდები,
დროს; რა ვაკეთო არ ვეკითხები.

ავაყირავე მიწები, ცები,
მიწა ცას უცქრეს როგორც  გველ - ევას.
ვაშლის ჩირები მტანჯავენ მცნებით
და ვხვდები ბოლო წამი გველევა.

გაჟიმეთ ბედი და თანაც კარგად,
კომფორტულია ღმერთი და ლოცვა.
არსებობაში ყველაფერს ვკარგავთ
დამპალი წამის დაჭერა როცა....

ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ მცნების
არ შეგვიძლია ზურგის მიშვერა.
მე პოეტი ვარ და მეოცნებე!
მე ხულიგანი და ტანშიშველა!

ყველაზე მეტად ტყუის სიმართლე,
დადგა ეპოქა ახლა ისე რა.
ცისფერშიც არის ცოტა სინათლე
და მეც ვიღაცამ გამაცისფერა.

ჭორის დონეზე ვდგავარ ყოველთვის,
ჩემი ლექსები ეი, ფორია.
ვწერ; საუცხოოო სიუშნოვეთი,
ვარ წამკითხველის ეიფორია.

პოეტს, სხეული კვლავ თავს ამეტებს,
მისი გონება არის ორბიტა.
მოვკიდე ყუნწში ხელი პლანეტებს
გიჟის უვადო მხედველობიდან.

ბნელმა სხეულში სული შეკიდა,
მოაქვს შიმშილი და შიშს უტენის.
მე სულს გადმოვწერ ხორცის ფლეშკიდან
ცივი გონების კომპიუტერით.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები