ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2021


ამოხველება

წმინდაზე მიწებზე ვთესდით სიყვარულს,
ალუბლებლის ფესვებში სითკბო იღვრება,
ვჭეშმარიტდები,ალერსზე მიჩვეულს
მომავალი ჰორიზონტია, წინამღვრებად...
ვიმკოთ!
ვიმკოთ! ბრწყინვალება მზეთა ასულთა,
გარდასულთა,
გარდმოსულთაც!
მიმოსვლებია სისხლში საწყისი,
აპრიორი შეძახილია,
წარსულში გასხნილია!
წარსულში გახსნილია პირსავსე მოგონებები,
ჩაიყლაპები!
ჩავიყლაპებით და სუნთქავს ჰაერი,
ცელისგან გაპობილ ტალღებად გამოქანებულს,
ვერას დააკლებს ყოველი შესაძლო,
,,დროა არის ფინალის!
თავიდან დავიწყოთ..."
.............
,,მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს"
(ზაქარია 4:1-3)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები