ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2021


არყოფნის კოდით

მაპატიოსო ყველამ,
ვისაც სევდა ლექსად ეწვევა,
გვერდი უნდა ავუაროო, -
მავანმა მიზნად დაისახა ბედნიება.
იმდენად დიდი რომ!
ამოკვნესებას მიიჩნევს კადნიერებად.

ოღონდ იმ ქუჩას ნუ მოარღვევს,
მაწანწალა რომ დაიარება.
სიხარულის მწიფობისას
მათხოვართან დაიხაროს და...
თორემ ქუჩა კი არა,
ქალაქები ჩამოეშლება.
სხვა მხრივ
არაფერია უცნაური, -
უნდა ხარობდეს!

დავყაბულდეთ ბუნებრიობას.
როგორც აქამდე,
ხვალ ვერაფერი იქნება,
მაგრამ გონებას
ის ურჩევნია
ტყეში ღამით ისევ  ჭოტი კიოდეს.
ჯერ კიდევ როდის,
ბალხელს უთქვამს :
„ქვეყნად ვერ ნახავ,
კაცს ჭკუა ჰქონდეს
და გულში რამე არა  სტკიოდეს“.

როცა იმედი გეწურება,
ათასი „არა“ იბადება:
არა - ამინდს,
არა - ბედნიერებას,
არც მკითხველს ელი,
არც გიკვირს მისი არგამოჩენა...
წერა კი,
ისეთივე ამოუხსნელი ქმედებაა,
ვით დაბადება, -
არ ვიცი რისთვის,
არ ვიცი რატომ...
მაინც სევდიანი პანორამაა.

განა სიცოცხლე ფიქრია მხოლოდ?
მასთან ერთად არის ქმედება.
სიკვდილსაც იქნებ ფიქრთან ერთად ქმედებები ეიმედება?
მუჭით აბები,
ღია ფანჯარა...
მოშინაურდეს!

იმ ბიჭსაც არაერთხელ უცდია თურმე,
გადარჩენილა,
გაუძლია,
თითქმის დაბერებულა
და მხოლოდ მერე მოუკლავს თავი.
უკეთესი არ იქნებოდა,
მაგრამ ჯობდა მამა
მუცლად ყოფნისას არ მოკვდომოდა...
ახლა მის ლექსებს  სხვა თვალით ვუმზერ,
არყოფნის კოდით, -
ჩემიანია!
კი, განვსხვავდებით,
ძალიანაც.
მე მის ადგილას
ვერ  გადავრჩებოდი,
არა თუ  მეცხოვრა
და თავის მოკვლა დამჭირვებოდა.
თუმცა ერთ დროს
ტყუპებივით ვგავდით ერთმანეთს, -
ორსულობისას
დედაჩემსაც ცრემლი ახრჩობდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები