ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2021


[......]



მე შენთან მოვდივარ,

როდიდან ,

გვემგზავრნენ გზადაგზა,

სხვადასხვა,

და როგორც მოდიან

ომიდან,

მეც მოვალ საცაა...

ჰა და ჰა...




მოვედი , საკრმეთლან
სათქმელით,
ზღურბლზე ვარ , გითხარი
იტყვიან
მე და შენ უნდა ვიჩქაროთ ,
რადგანაც სულ ჩვენ ორს გვიცდიან



წამოდი , ახლა გთხოვ წამომყვე.
იქ ,
ჩემი ფესვები რო არი !
წამოდი , უშენოდ მოვკვდები ,
დრო არი...!!!

შემინდე , რაც კი რამ ცოდვა მაქვს ,
შემინდე , რაც კი რამ გტკენია,
ამ მკერდით ეს გული, რომ დამაქვს...
წ ა ი ღ ე  შ ე ნ ი ა !

ამბები გადაგვხდა , ათასი
ამბები ყოველთვის სხვადასხვა,
წამოდი და ერთად ვიაროთ,
სიცოცხლის ბოლომდე .
გზა და გზა ...



მოვედი ომიდან,

შორიდან,

ახლოს ვარ  , მიღიმი

თან და თან ,

იცოდე მიყვარხარ ყოველთვის ,

შენ თუნდაც გიყვარდე

ხან და ხან !























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები