ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2021


როცა ვკითხულობ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“

როცა ვკითხულობ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“,
სიამაყით და ამავე დროს რწმენით ვივსები.
ისევ ვიხსენებ მოწიწებით დედას შაოსანს,
რომ შეასწავლა შვილს უკვდავი აფორიზმები.

როცა ვკითხულობ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“,
სიამაყით და სიყვარულის რწმენით ვივსები.
როგორც უყვარდა შოთას წიგნი დედას შაოსანს,
მეც ისე მიყვარს წარმოჩენა ერის ღირსების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები