ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2021


როცა მარტო ხარ ...

არც არაფერი,
არც არავინ,
ისევ მარტო ვარ,
მივყვები ქუჩას და ვიცი,რომ არსად მივდივარ,
ეს ხასიათი ასანთივით სხვისგან გამომყვა...
და ტკივილები,
გულის წყვეტა ფეხზე მკიდია.

არც მეგობარი,
თანამგზწვრი,
უცხოც არ არის,
მარტო მივდივარ,
სიგარეტიც ბოლო ღერი მაქვს.
ცივა,
ძალიან თხლად მაცვია - სუნთქავს ზამთარი,
სადღაც შორიდან ვიღაცები ბედზე მღერიან.

სხვა გზა არ მქონდა,
ვერ გიპოვე,
ისევ ოთახში,
ცივ და ცარიელ სიბნელეში ჩუმად მოვედი,
სკამზე დავჯექი,
როგორც იქნა სადღაც მოვთავსდი,
ჩემთვის არავინ,
შენთვის უცხო,
სხვისთვის პოეტი...

დღეს საბოლოოდ მომიხურეს ცხვირ წინ კარები,
ვგრძნობ ყველაფრიდან ვიკარგები,როგორც იმედი,
ვერსად ვიპოვე ერთი წვეთი სუფთა ჰაერი
და ბოლოს ღმერთო, ქრისტეს ხატთან ლოცვით მივედი.

ეს ხასიათიც ასანთივით სხვისგან გამომყვა
და ტკივილები,
გულის წყვეტა ფეხზე მკიდია.
არც არაფერი,
არც არავინ,
ისევ მარტო ვარ,
მივყვები ქუჩას და ვიცი,რომ არსად მივდივარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები