ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2021


სევდის ნარინჯებში

მაშინაც ვწერ, როცა არ მაქვს კალამი,
დღეებზე ვაწერ, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი
და ვინ გავხდი.
წვიმის ნემსებს ვატან სიტყვებს და ვიღიმი,
სეტყვის გრიგალებს ჩემი დღე ვერ უძლებს.
ვიღუშები ჩემს ფანჯარაში.
სურათებს ვიხსენებ, სადაც ვიცინი.
სარკეს ჩრდილით ვხურავ,
ერთიც საკმარისად ცოტა ვარ.
ფოთლები გაიცრიცა ჩემი დღეებივით,
მასზე გადაიტანა ხემ შემოდგომა.
ფერები ამჩნევია.
აღარც მწვანეა, ყვითელია და
ჩამუქებულ სევდის ნარინჯებში დუმს.
ეს ჩემი სიტყვაა და მეჩვენება,
რომ ცხოვრებამ გამიტაცა.
სხვას ვხედავ ჩემნაირს.
თავიდან დავიბადე შეიძლება და
მეორედ ვეგუები ჩემს არსებობას.
მაშინაც მე ვიყავი.
სიზმარში ნანახს ვგავდი.
ახლა ნამდვილი ვარ,
ტკივილიანი, ღიმილიანი და ნამდვილი.
ვიკინძავ ჩონჩხზე დღეებს,
ვხატავ ორთქლით სუნთქვას და ვშლი ჩემს ანარეკლს,
ასე ადვილია.
ვირჩევ სიმყუდროვეს, სიმართლესა და სევდას,
რადგან ესენი ერთად არსებობენ.
უკვე შევქმენი ჩემი თავი და ვაგრძელებ ძებნას,
როგორ გამოვიკვეთო უკეთესად ხასიათები ჩარჩოებად.
როცა გიღიმის შენი გული, ცასაც ასცდება შენი წარმოსახვა
და როცა სტირი, გიშავდება თვალთა უპის ფერადჩინები.
აქაც შენ ხარ და იმსახურებ მრავალ საჩინოს.
ვინც ჩვენგან მიდის უნებურად, არა სურვილით,
გთხოვ, აპატიე, წასვლა არვის არ დაუგეგმავს.
გაგვაჩინეს და ჩაგვინერგეს-კარგი იყავი,
არავის უთქვამს , როგორ უნდა გახდე, ის კარგი.
მაგალითის ჩვენება ვერ მოასწრეს,
მხოლოდ მათზე ხსოვნა გვასწავლის,
როგორ ვიცხოვროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები