 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2021 |
ესეც გაივლის! - საკუთარ თავს ჩუმად ვამხნევებ, თმენის ულუფებს ვინაწილებთ მე და განწყობა... იღბალს ვუღიმი, სულ არ ვიცნობ თუმცა სახეზე, ერთ მშვენიერ დღეს თვითონ მოვა ჩემს გასაცნობად! ამასაც შევძლებ! - ვუმეორებ ნებას ყოველდღე, სისუსტეს ისე ვატუსაღებ, როგორც პატიმარს. ჩემი ფიქრები რაღაცას კი მიედ-მოედნენ: რა შეძლებაო, რის იმედი, რა გარანტია?.. ყოფა ხან მომყეფს, ხან ლაქუცა ხდება ფინია, თუ მაძღარია, ცდილობს თავიც კი მომაწონოს. ბედს შევუთვალე, რომ მარცხისაც არ მეშინია, ვარდნაც რაღაცით ფრენას მოჰგავს, უწონასწოროს... ესეც გაივლის! - საკუთარ თავს ისევ ვამხნევებ, ხარის წელიწადს ქედს იმაგრებს ჩემი ნიკორა! მალე ზამთარიც ჩამოიხსნის ყინვის სამხრეებს, და გასაძლები იქნებ მართლაც არა იყო რა... 12.01.21
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია! წარმატებების და სიხარულის წელი გქონოდეთ! კარგია! წარმატებების და სიხარულის წელი გქონოდეთ!
2. ესეც გაივლის...
მრავალ ახალ წელს...
+ ესეც გაივლის...
მრავალ ახალ წელს...
+
1. ჩემთვისაც კარგი გასამხნევებელი ლექსია. +5 ჩემთვისაც კარგი გასამხნევებელი ლექსია. +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|