ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2021


ზურგშეგცეულთათვის

მშიერი, ტყე-ღრეში გზა-კვალის გაგნება
მოგიწევს, არადა თითქოს გზა გეცნობა.
რა გემრიელია ნაპოვნი წაბლები,
ისეთი წაბლებიც გულზე რომ გეცემა.

დატკეპნილ ბილიკზე სოკოებს მიჰყვები
და გეიმედება აღმართი ნათელი.
რას დაგიშავებენ წითელი ნიყვები,
როდესაც ამდენი შხამი გაქვს ნათმენი.

რომ უკვე ისე ხარ არაფერს არ ჩივი,
ასეც რომ არ იყოს ასაკი გაჩერებს
და როგორ გინდოდა ცხოვრება ნარჩევი
და როგორ დაეძებ ცხოვრების ნარჩენებს.

ტკივილო -შე ურცხვო.  მწარედ რომ მესობი
და სულზე რომ მისწრებ დავარდნილს ლოგინთან.
რა დამაჯერებლად მატყუებს ეს ომი,
მშვიდობას მოგიტან.

ასე რომ ბოღმაში გაწრთვნილი ირევი,
სახეში გაგაწნის სულელი მელაწნე
და ხშირად იმდენ ხანს იწყობა სიმები,
სიმღერას ვერ ასწრებ.

შემზარდა უვალი გზის გამოგონება,
ვერცერთ გზას ჩემმა მზემ სხივი ვერ მოჰფინა.
რა ვუყოთ- ისეთი ყოფილა ცხოვრება,
როგორიც ყოფილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები