ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
13 იანვარი, 2021


Осип Мандельштам - Мне Тифлис горбатый снится...

ოსიპ მანდელშტამი - სიზმრად ვხედავ თბილისს ზურგაზნექილს

სიზმრად ვხედავ თბილისს ზურგაზნექილს,
მჭექარებს და კვნესის საზანდარი,
მოჩანს ხალხი სამამაცო ზნენით,
მოფენილა ხიდი სუზანებით,
ხოლო ქვევით მიდუდუნებს მტკვარი.

დუქნებია მტკვართან გაფანტული,
მოგართმევენ სადაც ფლავს და სასმელს
და მედუქნე ლოყებდაბრაწული,
სუფრას გიშლის შემწვარ-ჩაქაფულით,
დაცლილ ჭურჭელს დაუზარლად ავსებს.

კახურ ბლანტი, მაგარ ღვინის ხმევა
სარდაფშია კარგი, ნაკლებ გათრობს,
სიგრილეში ვერ გრძნობ თავბრუხვევას,
მოიჯერე გული, სმა სჯობს ბევრთან,
არასოდეს არ დალიო მარტომ!

თუმც გახსოვდეს - არ ელევა მიღლილს
ამ დუქნებში მისი საცდურები,
„თელიანს“ თუ სრულად დაცლი, ხიბლით,
მსწრაფლ თბილისი გაცურდება ნისლში,
ხოლო შენ კი ბოთლში გაცურდები.

მეინახედ ხნიერი სჯობს ამლიკს,
ბატკნის ხორცი უფრო ქორფა გვწადის,
იქით, სადაც მოჩანს მთვარე მცხრალი,
ავა ღვინის ვარდისფერი კვამლი,
მადისაღმძვრელ სუნთან ერთად მწვადის...

13 იანვარი, 2021 წ.



Осип Мандельштам -
Мне Тифлис горбатый снится...

Мне Тифлис горбатый снится,
Сазандарей стон звенит,
На мосту народ толпится,
Вся ковровая столица,
А внизу Кура шумит.

Над Курою есть духаны,
Где вино и милый плов,
И духанщик там румяный
Подает гостям стаканы
И служить тебе готов.

Кахетинское густое
Хорошо в подвале пить,—
Там в прохладе, там в покое
Пейте вдоволь, пейте двое,—
Одному не надо пить!

В самом маленьком духане
Ты обманщика найдешь,
Если спросишь «Телиане» —
Поплывет Тифлис в тумане,
Ты в бутылке поплывешь.

Человек бывает старым,
А барашек молодым,
И под месяцем поджарым
С розоватым винным паром
Полетит шашлычный дым...

1920 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები