ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2021


3

დაღლილ ფოთლებს მოერევა ცივი ნიავიც...
მეეზოვე კი მოწყენილი გაუნძრევლად ზის.

სასთუმალთან მიმდნარი სანთელი გაფიქრებინებს რომ მთელი ღამ კითხვაში გაატარა,
არადა სიზმრებს ინათებდა.

შენს ნათითურებსაც სხვა სურნელი აქვს,
კომოდშ ჩავკეტე და გამომზეურების შიშით არც ვეკარები _ რა იცი, რა დროს მომენატრები გაგიჟებამდე.

შენი სიცოცხლის სანაცვლო ვიყოვო მითხარი და ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა _ გიღირდა ნეტა?!

დაუსრულებელ მოგონებებს მტვერსასრუტით ვალაგებ, მერე მენანება გადაყრა და ისევ გარშემო მიმოვაბნევ.

დღეს მეყოფა ფიქრი, დანარჩენს ხვალისთვის შემოვინახავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები